MYMAP.GE
მობილური აპლიკაცია
iOS Android Windows
გადმოწერეთ  
Google+


აპლიკაციის გამოყენების პირობები



აღნიშნული აპლიკაცია წარმოადგენს შპს „ჯეო“-ს საკუთრებას.

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციით სარგებლობის პირობებს.

წინამდებარე აპლიკაციაში შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენს მიერ აპლიკაციით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აპლიკაციით სარგებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები. ზოგად პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტულ პირობებს.

ერთ ერთეული მომსხურების, ჯარიმის გადახდის ან პარკინგის საშვის შეძენის საკომისიო შეადგენს 1 (ერთ) ლარს.




ზოგადი პირობები



ტერმინთა განმარტება

ჩვენ - შპს «ჯეო», მობილური აპლიკაცია «MyMap.Ge», საიტი www.mymap.ge;

თქვენ - პირი, რომელიც სარგებლობს აპლიკაცით; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი სარგებლობს აპლიკაციიით;

ქვემოთ მოცემული პირობები წარმოადგენს შეთანხმებას შპს «ჯეო» და მობილური აპლიკაცია «MyMap.Ge» მომხმარებელს შორის, შემდგომში მოხსენიებული, როგორც "მომხმარებელი" ან "თქვენ".

მომსახურება - ონლაინ საგადახდო მომსახურება;

ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;




მომსახურების პირობები


აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ:


1. ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ აპლიკაციის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

2. დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აპლიკაციით სარგებლობის პირობებს;

3. წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

4. დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

5. მკაცრად დაიცავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს, რათა დაცული იყოს თქვენს საბანკო ბარათზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;

6. ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ MyMap.Ge-ს, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად;

7. აპლიკაციაში არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად, მათ შორის პირად ნომერს, ავტომობილის სახელმწიფო ნომერს, ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის ნომერს (ტექ. პასპორტის ნომერს) ან სხვა მსგავს ინფორმაციას;

8. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის (მოქალაქის) პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის სხვისი ჯარიმების სიის და სხვა მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვებისკენ;

9. არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს;

10. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის აპლიკაციის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

11. არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი აპლიკაციის ან მომსახურების მეშვეობით;

12. აპლიკაციას ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილი იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;

13. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია საქართველოს და მსოფლიო კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით;



ჩვენი პასუხისმგებლობა


ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანის, ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი მიზეზით.



ფუნქციონირება


გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით კონკრეტული ჯარიმას, პროვაიდერის მომსახურების ან პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას საბანკო ბარათზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა + 1 ლარი თითო არჩეულ გადასახდელ პოზიციაზე MyMap.Ge-ს მომსახურების საკომისიოს. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე, (იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა საბარათე ანგარიშიდან ). ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩქარებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.




მომსახურების მიღებისა და აპლიკაციის გამოყენების პირობები


მომსახურების მიღება

ჩვენი მომსახურების მიღება აპლიკაციის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.

შეზღუდვები აპლიკაციის გამოყენებაზე

აპლიკაციაში არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ აპლიკაციით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ აპლიკაციის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან MyMap.Ge-ის საიტზე და მობილურ აპლიკაციაში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ აპლიკაციით მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ აპლიკაციით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე აპლიკაციასა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

ინტელექტუალური საკუთრება

აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ აპლიკაციის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია აპლიკაციაში არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.




შესაძლო ხარვეზები


აპლიკაციაში შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

1. აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით;

2. პროგრამების გაუმართაობით;

3. სისტემის გადატვირთულობით;

4. ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;

5. ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;

6. მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;

7. ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.



გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ აპლიკაციაში შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ აპლიკაცია არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ აპლიკაციის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ აპლიკაციით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.




სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები


ჩვენს აპლიკაციაში შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაუკავშირდეთ სხვა ვებგვერდებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ჩვენის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი აპლიკაციისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.




ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს MyMap.Ge-ის აპლიკაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლაინ სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე admin@mymap.ge.




მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები


ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

1. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა(როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან მომსახურების შეძენა. მომსახურების ან პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს აპლიკაციაში, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

2. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს აპლიკაციაში.

3. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

4. ინფორმაციის განახლება და შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია აპლიკაციაში თქვენი პარამეტრების შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია აპლიკაციაში განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს აპლიკაციაში, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

5. მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით აპლიკაციაში არსებულ რაიმე აქტივობაში.

6. ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს აპლიკაციაში ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.




იურისდიქცია


წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და აპლიკაციის საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ. თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში.

Google+ | Facebook